
წესები და პირობები
ბოლო განახლება: 20.10.2023
ვებ-გვერდის გამოყენებისა და სასტუმროს მომსახურების ხელშეკრულების პირობები
ტერმინთა განმარტება
ჩვენ/კომპანია - შპს „გუდაური მაუნთინ რეზორთ“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 406444646, იურიდიული მისამართი: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. / ლეხ კაჩინსკის ქ. #59/4, ელ. ფოსტა: info@gudauriski.ge);
ვებ-გვერდი - www.gudauriski.ge
თქვენ - ვებ-გვერდის ნებისმიერი ვიზიტორი / სასტუმროს სტუმარი;
წესები და პირობები - წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული დებულებები;
კონფიდენციალობის პოლიტიკა - ვებ-გვერდზე არსებული კონფიდენციალობის პოლიტიკით განსაზღვრული დებულებები;
მესამე პირები - ნებისმიერი პირი ან/და კომპანია, გარდა შპს “გუდაური სქი რეზორთ” და ვებ-გვერდის ვიზიტორებისა;
სასტუმროს მომსახურების ხელშეკრულება - წინამდებარე წესებისა და მისი მე-7 მუხლის შესაბამისად თქვენსა და ჩვენს შორის გაფორმებული სასტუმროს მომსახურების ხელშეკრულება;
სასტუმროს შინაგანწესი - სასტუმროში დარჩენისა და ქცევის წესების ერთიანობა, რომელიც მითითებულია ვებ-გვერდზე და რომლის არსებითი პირობები გადაეცემა სტუმარს სასტუმროში ვიზიტისას;
დაჯავშნა - სასტუმროსთან შეთანხმება განსაზღვრულ თარიღში/თარიღებში კონკრეტული ნომრით სარგებლობასთან დაკავშირებით;
შესვლის დრო - სასტუმროში ჩასვლისთანავე რეგისტრაციის პროცესი;
გასვლის დრო - სასტუმროს ნომრიდან გასვლისა და ანგარიშის დახურვის პროცესი;
გამოუცხადებლობა - სტუმარი რომელსაც გააჩნიათ ჯავშანი, თუმცა შესაბამის თარიღში/საათზე არ გამოცხადებულა.
ადრეული შემოსვლის დრო - სასტუმროში რეგისტრაციისათვის პროცესის განხორციელება სტანდარტულისაგან განსხვავებულ დროს;
გვიანი გასვლის დრო - სასტუმროს ნომრის გათავისუფლება, გასვლისათვის დადგენილი დროის დაგვიანებით;
გაუქმების პირობები - წინამდებარე წესების მე-7 მუხლში მითითებული ჯავშნის გაუქმებასთან დაკავშირებული წესები;
ოთახის ტევადობა - სტუმრების რაოდენობა, რომლებიც განთავსებულები იქნებიან სასტუმროს კონკრეტულ ოთახში/ოთახებში (მაგ., ერთადგილიანი ან ორადგილიანი ნომრების შემთხვევაში)
ოთახის ტიპი - ოთახის განსაზღვრული ტიპი (მაგ., ერთადგილიანი, ორადგილიანი, ლუქსი, დელუქსი და ა.შ.)
ფასი - სასტუმროს ოთახის ღირებულება ერთი ღამის განმავლობაში;
სპეციალური სატარიფო შეთავაზება - კონკრეტული ფასის პოლიტიკა ან სპეციალური შეთავაზება (შედის თუ არა საუზმე ოთახის ღირებულებაში, ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში რა დროს ანაზღაურდება ან არ ანაზღაურდება გადახდილი თანხა);
საწოლის ტიპი - ოთახში განთავსებული საწოლის ტიპი (მაგალითად, ერთადგილიანი, ორადგილიანი, დიდი ორადგილიანი, გასაშლელი დივანი და ა.შ. );
კეთილმოწყობა - აუცილებელი ან/და სასურველი მომსახურება/მოწყობილობა, რომელიც არის შენობაში და შესაბამის ოთახში.
დეპოზიტი - წინასწარ, გარანტიის სახით გადახდილი თანხა, რომელიც დაუბრუნდება სტუმარს სასტუმროდან გასვლის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მის მიერ დამდგარია ზიანი ან/და არსებობს სხვა სახის ხარჯები.
სასტუმროში სტუმრობის მინიმალური ღამის რაოდენობა - ღამის მინიმალური რაოდენობა, რომელიც უნდა დაჯავშნოს სტუმარმა, იმისათვის რომ შეძლოს სასტუმროს ოთახით სარგებლობა;
სასტუმროში სტუმრობის მაქსიმალური ღამის რაოდენობა - ღამის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც უნდა დაჯავშნოს სტუმარმა, იმისათვის რომ შეძლოს სასტუმროს ოთახით სარგებლობა;
დამატებითი მომსახურებები - მომსახურებები ან მათი ნაწილი, რომელიც შეიძლება გაწეულ იქნას ჩვენს მიერ ან სხვა კონტრაქტორი მესამე პირის მიერ;
პრომო კოდი - ვადიანი ან უვადო ფასდაკლების კოდი, რომლის ვებ-გვერდზე სპეციალურ გრაფაში შეყვანის შემდგომაც თქვენ მიიღებთ ფასდაკლებას სასტუმროს მომსახურებაზე ან/და დამატებით მომსახურებებზე;
ბავშვი - სასტუმროს 0-4 წლის ასაკის სტუმარი;
მოზარდი - სასტუმროს 5-12 წლის ასაკის სტუმარი;
ჯარიმა - სასტუმროს შინაგანაწესის დებულებების დარღვევისათვის გათვალისწინებული ფულადი ან/და სხვა სახის სანქციები.
-
თანხმობა წესებსა და მათ ცვლილებებზე
-
წინამდებარე წესები და კონფიდენციალობის პოლიტიკა არეგულირებს ჩვენი კუთვნილი ვებ-გვერდით - www.gudauriski.ge სარგებლობის პირობებს; ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას წინამდებარე წესებზე დათანხმებით, მივიჩნევთ, რომ თქვენ გაეცანით, დაეთანხმეთ მათ და ადასტურებთ, რომ ეს უკანასკნელი არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს.
-
თქვენ შედიხართ, სარგებლობთ, იწერთ და მართავთ ჩვენს ვებ-გვერდს საკუთარი რისკის და საფრთხის ფარგლებში.
-
კომპანია უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები.
-
ვებ-გვერდზე წამოწყებული ყოველი ახალი სესიით, თქვენ ეთანხმებით შეცვლილ წესებსა და პირობებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
-
-
ინტელექტუალური საკუთრება
-
ვებ-გვერდის შიგთავსი, რომელიც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება, ტექსტებით, ფიგურებით, ლოგოებით, დიაგრამებით, ფოტოებით, ვიდეოებით, ხმოვანი მასალით, მუსიკით, განლაგებით, დიზაინით, ნოუ-ჰაუთი, ტექნოლოგიებით, პროდუქტებითა და პროცესებით არის გუდაური სკი რეზორთის ან მასთან დაკავშირებული კომპანიების საკუთრება, ან გამოიყენება მფლობელობის უფლებით და შესაბამისად დაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებებით, სავაჭრო ნიშნებით, პატენტებით და ინტელექტუალური საკუთრების ყველა სხვა უფლებებით, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არსებობს.
-
გარდა წინამდებარე წესებისა და პირობების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, ვებ-გვერდის შინაარსის არცერთი დეტალი არ განიმარტება ისე, რომ თქვენ მოგენიჭოთ მისი გამოყენების უფლება.
-
-
საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის გამოყენება
-
ვებ-გვერდისა და მისი შიგთავსის პირადი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები ეკუთვნის გუდაური სქი რეზორთს.
-
თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ, გამოაქვეყნოთ ან დაბეჭდოთ ჩვენი ვებ-გვერდის შინაარსი მხოლოდ პირადი, არაკომერციული მიზნით და მასზე საავტორო ან/და სხვა საკუთრების უფლების შესახებ შეტყობინების შენარჩუნებითა და რეპროდუცირებით.
-
ნებისმიერი სხვა გამოყენება, მათ შორის, ვებ-გვერდის შინაარსის რეპროდუცირება, შეცვლა, გავრცელება, გადაცემა ან მაუწყებლობით გავრცელება, მთლიანად ან ნაწილობრივ და ნებისმიერი საშუალებით, კატეგორიულად აკრძალულია, გარდა, გუდაური სქი რეზორთის წინასწარი წერილობითი თანხმობისა.
-
კომპანია პასუხს არ აგებს იმ ზიანისთვის, რაც შეიძლება მიადგეთ მესამე პირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდის შიგთავსის გამოყენებით.
-
თქვენ გენიჭებათ უფლება ჩამოტვირთოთ, აჩვენოთ ან დაბეჭდოთ კომპანიის ვებ-გვერდის შიგთავსი, მხოლოდ პირადი, არაკომერციული მიზნებისთვის, რითაც დაცული იქნება კომპანიის ინტელექტუალური საკუთრება. ნებისმიერი სხვა ტიპის გამოყენება, მათ შორის, ვებ-გვერდის შინაარსის სრულად ან/და ნაწილობრივ რეპროდუცურება, მოდიფიკაცია, გადაცემა, გავრცელება და მსგავსი ტიპის მოქმედებები დაუშვებელია კომპანიასთან წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
-
კომპანია არ იძლევა გარანტიას და არც ამტკიცებს, რომ თქვენ მიერ ვებ-გვერდის ნებისმიერი ტიპის შიგთავსის გამოყენება არ დაარღვევს მესამე პირთა უფლებებს.
-
-
კომპანიის პასუხისმგებლობა და ფარგლები
-
კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ ვებ-გვერდი ან მისი შინაარსი შეესაბამება თქვენს მოლოდინს, იქნება უწყვეტი, დროული, უსაფრთხო და ხარვეზების გარეშე.
-
ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვის ან გამოყენების შეუძლებლობით დამდგარი ზარალის შემთხვევაშიც კი, თქვენ თანახმა ხართ, რომ არ დადგება გუდაური სქი რეზორთის ან/და იმ კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც უზრუნველყოფს ვებ-გვერდის გამართულ მუშაობას.
-
კომპანია თავისუფალია ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შესაძლოა დადგეს ვებ-გვერდიდან მასალის გადმოწერით ან სხვა ნებისმიერი ფორმით მიღებით. კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას იმ დაზიანების ან ვირუსისთვის, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს კომპიუტერულ მოწყობილობაზე ან სხვა ქონებაზე ვებ-გვერდიდან ნებისმიერი მასალის წვდომის, გამოყენებისა და გადმოტვირთვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიებისსისტემებში რაიმე უკანონო შეჭრის ან ჩარევის გამო.
-
კომპანია იტოვებს უფლებას შეზღუდოს ან შეწყვიტოს მისი ვებ-გვერდის ნებისმიერი ან ყველა ფუნქციონალი. კომპანია თავისუფლდება ნებისმიერი პასუხისმგებლობისგან იმ ზიანზე, რაც შეიძლება დადგეს მისი ან მესამე პირების მიერ აღნიშნული ფუნქციონალების შეზღუდვის ან შეწყვეტის შედეგად.
-
ჩვენი ვებ-გვერდის შინაარსი შეიძლება შეიცავდეს უზუსტობებს ან შეცდომებს. კომპანია უფლებასილია თავისი შეხედულებისამებრ შეიტანოს ცვლილებები, შესწორებები ან/და გაუმჯობესებები ამ შინაარსში ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
-
სასტუმროს ვებ-გვერდზე შესაძლოა მითითებული იყოს სასტუმროსთან კავშირში არ მყოფი მესამე პირების პროდუქტებსა და მომსახურებაზე. ყოველი ამგვარი მითითებისას სასტუმრო შეიძლება მოქმედებდეს როგორც შუამავალი და იგი არ წარმოადგენს აღნიშნული პროდუქტების მფლობელს ან/და მომსახურებების გამწევს. ყოველგვარი ამგვარი მესამე პირის მითითებისას სასტუმრო განახორციელებს მინიშნებას, რომელიც მიუთითებს, რომ პროდუქტები და მომსახურებები შეთავაზებულია მესამე პირების მიერ და სასტუმრო არ არის პასუხისმგებელი აღნიშნული პროდუქტებისა და მომსახურებების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე.
-
-
მესამე პირების ვებ-გვერდები
-
ვებ-გვერდიდან შესაძლოა გადამისამართდეთ მესამე პირების ვებ-გვერდებზე, რომლებზეც არ ვრცელდება წინამდებარე წესები და პირობები. აღნიშნულ ვებ-გვერდებს არეგულირებს მესამე პირთა მიერ დადგენილი წესები. მესამე პირების ვებ-გვერდებზე მოთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე, ვებ-გვერდის შიგთავსზე, წესებსა და პირობებზე კომპანია პასუხს არ აგებს.
-
-
ინფორმაცია, რომელიც არ ჩაითვლება კონფიდენციალურად.
-
ნებისმიერი პერსონალური საიდენტიფიკაციო მონაცემი და ინფორმაცია, რომელიც შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით გამოაგზავნოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, დაცულია და განიხილება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. კომპანია მოგიწოდებთ, რომ პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემის ან/და სხვა ინფორმაციის მოწოდებამდე, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
-
ნებისმიერი სხვა, გარდა, 6.1. პუნქტში მითითებული ინფორმაციისა, რომელიც მიეწოდება კომპანიას ინტერნეტით, ელექტრონული ფოსტით ან სხვაგვარად, მათ შორის, ნებისმიერი მონაცემი, გრაფიკა, იდეა, შეკითხვა, კომენტარი, წინადადება, კომუნიკაცია და მათი მსგავსი, განიხილება არაკონფიდენციალურად. რასაც თქვენ აქვეყნებთ ან/და გადასცემთ კომპანიას განიხილება ჩვენს საკუთრებად და თავისუფლად შეიძლება გამოყენებული იქნეს ნებისმიერი მიზნით.
-
-
განსაკუთრებული პირობები
-
ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დისტანციურად გააფორმოთ ჩვენთან სასტუმროს მომსახურების ხელშეკრულება.
-
სასტუმროს მომსახურების ხელშეკრულებაზე დათანხმება ხდება ხდება ვებ-გვერდის შესაბამისი ფუნქციონალის გამოყენებით ჯავშნის შექმნის დროს. აღნიშნულ გვერდზე მითითებულია ბმული, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ გაეცნოთ ყველა იმ დროისათვის მოქმედ წესებსა და პირობებს.
-
ჯავშნის განხორციელებისას თქვენ ირჩევთ სასტუმროს დასახელებას, შესაბამისი სასტუმროს ოთახის ტიპს, სასტუმროს ოთახების რაოდენობას, სტუმრების რაოდენობას და სასტუმროში განთავსების ღამეების რაოდენობას, აგრეთვე ჯავშნის სისტემის მიერ მოთხოვნილ სხვა ინფორმაციას.
-
ჯავშნის განხორციელების დროს თქვენი მხრიდან შეიძლება მიეთითოს სტუმარი ბავშვებისა და მოზარდების რაოდენობა. სასტუმრო იტოვებს უფლებას შინაგანაწესის შესაბამისად განსაზღვროს სტუმარი ბავშვებისა და მოზარდების ასაკობრივი ჯგუფები და გაავრცელოს მათზე განსხვავებული ფასები.
-
ჩვენი მხრიდან ყოველი სასტუმროს და მისი ოთახის ტიპის შესაბამისად მითითებული იქნება ოთახში სტუმრების მოთავსების მაქსიმალური ოდენობა, ოთახის კვადრატულობა და კეთილმოწყობის ელემენტები, რომლებითაც აღჭურვილია სასტუმროს ოთახი.
-
სასტუმროს დაჯავშნის წინ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ ჯავშნის გაუქმების წესს. სასტუმრო უფლებამოსილია დააწესოს ჯავშნის გაუქმების სხვადასხვა პირობებით, მათ შორის:
-
ჯავშნის გაუქმება, რომლის შემდეგაც გადახდილი თანხა არ ბრუნდება;
-
ჯავშნის გაუქმება, რომლის შემდეგადაც გადახდილი თანხა ბრუნდება ვებ-გვერდზე მითითებული პროცენტული ოდენობით;
-
ჯავშნის გაუქმება, რომლის შემდეგაც თანხა ბრუნდება სრულად.
-
-
კონკრეტული პერიოდებისათვის შესაძლოა სასტუმრომ დააწესოს სასტუმროში სტუმრობის მინიმალური და მაქსიმალური ღამეების ოდენობა, რაც მითითებული იქნება ვებ-გვერდზე.
-
კონკრეტულ პერიოდზე სასტუმრომ შეიძლება დააწესოს სპეციალური სატარიფო შეთავაზება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ფასდაკლებას გარკვეული ხანგრძლივობის ან/და პერიოდის ჯავშნებზე. სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაცია მითითებული იქნება ჯავშნის განხორციელების გვერდზე.
-
სასტუმრო უფლებამოსილია სტუმრებს მოსთხოვოს უსაფრთხოების დეპოზიტი. უსაფრთხოების დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევაში სტუმარი ვალდებულია განათავსოს დეპოზიტი სასტუმროში შესვლის დროს. იმ შემთხვევაში თუ სტუმრის მხრიდან არ მოხდება სასტუმროს შინაგანაწესის დარღვევა, სტუმარს დეპოზიტი დაუბრუნდება სრულად. იმ შემთხვევაში თუ სტუმარი დაარღვევს სასტუმროს შინაგანაწესს, სასტუმრო უფლებამოსილია დააკავოს სტუმარზე დაკისრებული ჯარიმა ან ზიანის ანაზღაურება და დაუბრუნოს სტუმარს დეპოზიტის დარჩენილი ნაწილი.
-
დეპოზიტის მოთხოვნის უფლება სასტუმროს ცალმხრივი დისკრეციული უფლებაა და იგი მოითხოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულის შესახებ სტუმარი გაფრთხილებული იყო წინასწარ. დეპოზიტის განთავსების ვალდებულების არსებობის შემთხვევაში სტუმარი წინასწარ იქნება გაფრთხილებული დეპოზიტის ოდენობისა და განთავსების წესთან დაკავშირებით.
-
სასტუმროში სტანდარტული შესვლის დრო არის 14:00-18:00 საათები.
-
სასტუმროდან სტანდარტული გასვლის დრო არის 10:00-12:00 საათები.
-
სტუმარი უფლებამოსილია მოითხოვოს სასტუმროში შესვლისა და გასვლის არასტანდარტულ დროს განხორციელება, რის შესახებაც სასტუმროს უნდა ეცნობოს ჯავშნის განხორციელების მომენტში. სასტუმრო უფლებამოსილია დაეთანხმოს ან უარი განუცხადოს სტუმარს არასტანდარტულ დროს შევლისა და გასვლის პროცესის განხორციელებაზე. იმ შემთხვევაში თუ სასტუმრომ განაცხადა თანხმობა არასტანდარტულ დროს შესვლისა და გასვლის დროზე იგი ასევე უფლებამოსილია დაუწესოს სტუმარს სპეციალური მომსახურების საფასური აღნიშნული მომსახურებისათვის. შესაბამისი საფასური ოდენობა და გადახდის წესი სტუმარს წინასწარ ეცნობება წერილობით.
-
ჯავშნის პერიოდში სტუმრის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, აგრეთვე, იმ შემთხვევაში თუ სტუმრისაგან არ შემოსულა შესაბამის ჯავშნის პერიოდზე გვიანი რეგისტრაციის მომსახურების თაობაზე, სასტუმრო უფლებამოსილია დააფიქსიროს სტუმრის გამოუცხადებლობა. ასეთ დროს სასტუმრო უფლებამოსილია ჩაითვალოს სტუმრის მიერ გადახდილი თანხა სრულად, ხოლო მოგვიანებით სტუმრის გამოცხადების შემთხვევაში მოსთხოვს მას ახალი ჯავშნის განხორციელება და თანხის გადახდა.
-
სასტუმრო უფლებამოსილია დააკისროს სტუმარს ჯარიმა სასტუმროს შინაგანაწესის დარღვევისთვის. ჯარიმის დაკისრების წინაპირობები და ჯარიმის ოდენობები მითითებულია სასტუმროს შინაგანაწესში და სტუმრისათვის გადაცემულ შინაგანაწესის არსებით პირობებში.
-
სასტუმრო უფლებამოსილია შესთავაზოს სტუმარს დამატებითი მომსახურებები, რომლებიც თავისი შინაარსით არ წარმოადგენს სასტუმროს მომსახურებას თუმცა ჰქმნის დამატებით კომფორტსა სტუმრებისათვის. ამგვარი მომსახურებები შეიძლება გაიწეოდეს როგორც თავად სასტუმროს მიერ ასევე სხვა მესამე პირების მიერ. იმ შემთხვევაში თუ მომსახურება გაიწევს სხვა მესამე პირის მიერ, რომელიც თავად არის პასუხისმგებელი მომსახურების შესრულებასა და ხარისხზე, აღნიშნულის შესახებ მითითებული იქნება შესაბამის ინფორმაციულ ველში.
-
იმ შემთხვევაში თუ მომსახურება გაწეულია მესამე პირის მიერ, ამგვარ ურთიერთობაში სასტუმრო მოქმედებს როგორც შუამავალი (აგენტი) და იგი არ წარმოადგენს უშუალოდ მომსახურების გამწევ პირს. შესაბამისად, ამგვარი მომსახურების გაწევისას სასტუმრო არ იღებს პასუხისმგებლობას მომსახურების ხარისხსა და პირობებზე, აგრეთვე, სასტუმრო არ აგებს პასუხს მომსახურების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამდგარი ზიანისათვის ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში დამდგარი ზიანისათვის.
-
იმ შემთხვევაში თუ მომსახურება გაწეულია თავად სასტუმროს მიერ, ამგვარ ურთიერთობაში სასტუმრო მოქმედებს თავად, თავისი პასუხისმგებლობით და შესაბამისად პასუხისმგებელია როგორც მომსახურების ხარისხზე ასევე მომსახურების შეუსრულებლობით გამოწვეულ მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირ დამდგარ ზიანზე.
-
დამატებითი მომსახურების გაწევის ან შეთავაზების შემთხვევაში შეთავაზებაში მითითებული იქნება კონკრეტული მომსახურების ზოგადი შინაარსი და ღირებულება.
-
-
დავის გადაწყვეტა
-
წინამდებარე წესები და პირობები განიმარტება და რეგულირდება საქარველოს კანონმდებლობით.
-
ნებისმიერი დავის ან/და პრეტენზიის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიას ელექტრონულ ფოსტაზე - info@gudauriski.ge; კომპანია უფლებამოსილია შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში მოახდინოს რეგირება და გაცნობოთ თქვენს პრეტენზიასთან დაკავშრებით შესაბამისი გადაწყვეტილება/პასუხი; იმ შემთხვევაში თუ ზემოთხსენებულ ვადაში დავა ვერ მოგვარდება, თქვენ უფლებამოსილი ხართ მიმართოთ სასამართლოს.
-
წინამდებარე წესებისა და პირობებიდან ან მასთან დაკავშირებული სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა რომელიც შესაძლოა წარმოიშვას თქვენ და ჩვენ შორის, გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით, ხოლო ასეთის მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს თბილისის საქალაქო სასამართლო;
-
-
გარდამავალი დებულებები
-
ჩვენს ვებ-გვერდზე აკრძალულია კომპანიის წინასწრი წერილობითი თანხმობის გარეშე რაიმე ჰიპერგზავნილის (ე.წ. hyperlink) შექმნა.
-
თუ წესებისა და პირობების რომელიმე დებულება ან მისი ნაწილი ხდება ძალადაკარგული, იგი იქნება ჩანაცვლებული და შეცვლილი რელევანტური ვერსიით. რაიმე ნორმის წაშლა ან შეცვლა არ იქონიებს გავლენას ზოგადი პირობების მოქმედებასა და აღსრულებაზე.
-
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს ჩვენსა და თქვენს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც ეხება ვებ-გვერდის წვდომასა, გამოყენებას და მის შინაარსს. კომპანიის მიერ დადგენილი ნებისმიერი სხვა წესები და პირობები, რომლებიც არეგულირებს თქვენთან ურთიერთობას, კერძოდ, ნებისმიერი მომსახურების შეძენის შესახებ, ავსებს წინამდებარე წესებსა და პირობებს; მათ შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, სხვა წესებსა და პირობებს ექნება წინამდებარეზე უპირატესი ძალა.
-
კომპანიის მიერ თავისი უფლებების გამოუყენებლობა თქვენს მიერ წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევის ფაქტებზე არ მიიჩნევა კომპანიის მიერ აღნიშნულ უფლებაზე უარის თქმად.
-
წინამდებარე წესებისა და პირობებისთვის გამოყენებული დასათაურებები და განლაგება გამოყენებულია მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ ცვლის მის შინაარსს.
-