

"გუდაური სქი რეზორთ"
სასტუმროები
სასტუმრო "გუდაური სქი რეზორთი" მოიცავს სამ სასტუმროს შენობას: Alpic (ალპიკი) Four Seasons (ფორ სიზონსი) და Twins (თვინსი). სასტუმროები განთავსებულია "ახალი გუდაურის" ტერიტორიაზე და თითოეული მათგანი გამოირჩევა თავისი ინდივიდუალური სტილითა და გარემოთი

სასტუმრო Four Seasons
სასტუმრო Four Seasons მდებარეობს „ახალი გუდაურის“ საცხოვრებელი უბნის შუაგულში. სასტუმროს სათხილამურო საბაგიროსთან სიახლოვე აქცევს მას მოთხილამურეების საყვარელ ადგილად. ასევე სასტუმროს წინ მდებარე ყინულის მოედანი საუკეთესოა საოჯახო დასვენებისათვის რაც სრულყოფილი კომბინაციაა ზამთრის უქმეების გასატარებლად

სასტუმრო Twins
გუდაურის გასაოცარი მთებით გარშემორტყმულ პეიზაჟში სასტუმრო „თვინსი“ წარმოგვიდგება როგორც სიმყუდროვისა და კომფორტის ჰარმონიული შერწყმა. სასტუმროს აივნებიდან თქვენს წინაშე გადაიშლება გუდაურის დათოვლილი მთების გასაოცარი ხედები.